პარფიუმერიისა და სხეულის მოვლის ბრენდი Roger & Gallet 1862 წელს, პარიზში, შარლ არმან როჟემ და ჟოზეფ გალემ დააარსეს. ფრანგული პარფიუმერიის საუკეთესო ტრადიციებზე შექმნილმა ბრენდმა სახელი გაითქვა მრავალფეროვანი, ნაზი და მდგრადი სურნელებითა და ინოვაციური მრგვალი ფორმის სურნელოვანი საპნებით, რომლებიც მომხმარებელს პირველად 1879 წელს წარუდგინეს.
პარფიუმერიის სფეროში საუკუნოვანი გამოცდილება ბრენდის სანდოობისა და ავთენტურობის დასტურია.
დღეს Roger & Gallet-ის ასორტიმენტი აერთიანებს მცენარეულ ექსტრაქტებს, სხეულის მოვლის ხაზებს, საკულტო საპნებსა და სურნელებს, რომლებიც მომხმარებელს დაუვიწყარ არომათერაპიულ გამოცდილებას სთავაზობს.